ქუთაისის „ტორპედოს“ ისევ კახა ჩხეტიანი გაწვრთნის - ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს
ქუთაისის „ტორპედოს“ ისევ კახა ჩხეტიანი გაწვრთნის - ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს

გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პოსტზე გია ცეცაძე ჩაანაცვლა. „ტორპედომ“ მისი მეთაურობით დღეს თამაშისწინა ვარჯიში უკვე გამართა, ხოლო საღამოს ჩხეტიანმა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც კლუბსა და ახალ მთავარ მწვრთნელს შორის თანამშრომლობას ხელი ოფიციალურად მოეწერა.

კახა ჩხეტიანი ქუთაისელია – „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი ორჯერ იყო. პირველად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით, 2017 წელს გუნდმა ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. მომდევნო წლებში კი „ტორპედომ“ საქართველოს თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო.

მისი თავკაცობით ქუთაისელებმა პირველად ითამაშეს ევროპალიგის პლეი-ოფში. მეორედ, კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ 2021 წლის ივნისიდან ნოემბრამდე წვრთნიდა.

კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით გუნდი პირველ მატჩს მე-16 ტურში გამართავს. გუნდი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „გაგრას“ უმასპინძლებს. შეხვედრა 26 მაისს, 21:00 საათზე დაიწყება.