ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი დირკ შუსტერია, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
მართალია, კლუბი ჯერ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, თუმცა ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გერმანელი სპეციალისტი უკვე ქუთაისში იმყოფება და გუნდის სტადიონზეც იყო. „ტორპედოსთან“ შეთანხმება უახლოეს პერიოდში გაფორმდება.
57 წლის შუსტერს ბუნდესლიგაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. თავის დროზე იგი „აუგსბურგის“ მთავარი მწვრთნელი იყო, შემდეგ კი „დარმშტადტი“ მთავარ გერმანულ ლიგაში გადაიყვანა. გარდა ამისა, ის „ერცგებირგეს“ დამრიგებლად მუშაობდა, ბოლოს კი „კაიზერსლაუტერნში“ საქმიანობდა.
2016 წელს დირკ შუსტერი ბუნდესლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, „დარმშტადტში“ მისი წარმატებული საქმიანობის შედეგად.