ქუთაისის „ტორპედოს“ ბრაზილიელი ახალწვეული - ჩამოსვლის მთავარი მიზეზი გუნდის საჩემპიონო ამბიციებია #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ ბრაზილიელი ახალწვეული - ჩამოსვლის მთავარი მიზეზი გუნდის საჩემპიონო ამბიციებია #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ბრაზილიელმა ახალწლვეულმა, მაურო ალვარომ კომენტარი გააკეთა ახალ კლუბში გადასვლაზე და ამ ნაბიჯის მიზეზები განმარტა.

„ქუთაისის „ტორპედოში“ მოსვლის მთავარი მიზეზი გუნდის საჩემპიონო ამბიციებია. საქართველოში საკმაოდ კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია. ბედნიერი ვარ, ამ კლუბში რომ ვითამაშებ.

ქუთაისის „ტორპედოში“ ჩემი ყოფილი თანაგუნდელი (ჟორჟინიო) დამხვდა, რომელთან ერთადაც ბრწყინვალე შედეგებს მივაღწიეთ. იმედია, საქართველოშიც ამავეს შევძლებთ და სეზონის ბოლოს კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ ჩემპიონობას“, – ამბობს „ტორპედოს“ ბრაზილიელი ფეხბურთელი.

28 წლის ბრაზილიელმა მცველმა „ტორპედოსთან“ კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. „ტორპედოს“ ახალწვეული წლების განმავლობაში ბრაზილიურ „სანტოსში“ თამაშობდა, ასევე იცავდა „ტორონტოს“ ღირსებას, რომლის შემადგენლობაშიც 2019 წელს კი მლს-ის ვიცე-ჩემპიონი გახდა. გასულ წელს კი „ორდაბასთან“ ერთად ყაზახეთის ჩემპიონიობა იზეიმა.

მაურო ალვარო ბრაზილიის 17, 20 და 21-წლამდელთა ნაკრების უცვლელი წევრი იყო. Transfermarkt-ი ქუთაისელთა ახალწვეულის სატრანსფერო ფასს 700 ათას ევროდ აფასებს.