ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს - ამ პოსტზე ლაშა დვალიშვილი დაინიშნა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს - ამ პოსტზე ლაშა დვალიშვილი დაინიშნა #1TVSPORT

სიახლე, რომელიც აქამდე არ გაჟღერებულა – საქართველოს პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი ლაშა დვალიშვილი „ტორპედოს“ ახალი სპორტული დირექტორია.

ქუთაისის „ტორპედოს“ სპორტულ დირექტორად გიორგი შენგელია მუშაობდა, რომელმაც კლუბი შარშან დეკემბერში დატოვა. გუნდის პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ კი სპორტული მიმართულება გუნდის პიარსამსახურის ხელმძღვანელ ლაშა დვალიშვილს ჩააბარა.

დვალიშვილი საქართველოს პირველი არხის სპორტული გადაცემის წამყვანი იყო, მუშაობდა ფეხბურთის ფედერაციის პიარსამსახურში, ქუთაისის „ტორპედოში“ კი 2021 წლიდან საქმიანობს.