ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ხაჩიძეა
ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ხაჩიძეა

ქუთაისის „ტორპედოს“ ახალ მთავარ მწვრთნელად ვლადიმერ (ვოვა) ხაჩიძე დაინიშნა – საქართველოს პირველმა არხმა ინფორმაცია გადაამოწმა და დადასტურდა, რომ ეს ამბავი სიმართლეს შეესაბამება.

გამოცდილი სპეციალისტი ქუთაისის „ტორპედოში“ იმიტომ მიიწვიეს, რომ უეფა-ს პროფ-ლიცენზიის მფლობელია. გუნდში დარჩება მიხეილ აშვეთიაც, რომელიც ამ მოვალეობას ახალი პრეზიდენტის, ფაბრიციო მანინოს მოსვლის შემდეგ ასრულებდა. შედეგზე პასუხისმგებელიც ის იქნება.

მას გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების უფლებას ლიცენზირების მკაცრი დებულება არ აძლევს, ფეხბურთის ფედერაციის მიერ 2019 წელს დამტკიცებული წესის თანახმად, ეროვნული ლიგის მთავარი მწვრთნელი უეფა-ს პრო-ლიცენზიას უნდა ფლობდეს, რაც აშვეთიას არ გააჩნია.

68 წლის ვოვა ხაჩიძე პროფესიით ექიმია და არაერთ ქართულ გუნდში უმუშავია. ბოლოს „ვიტ ჯორჯიას“ ავარჯიშებდა, მაგრამ გუნდთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და „ტორპედოში“ გადასვლა ამჯობინა.

დატოვე კომენტარი