ქუთაისის „ტორპედომ“ უკრაინელი თავდამსხმელი დაიმატა
ქუთაისის „ტორპედომ“ უკრაინელი თავდამსხმელი დაიმატა
„ტორპედოში“ უკრაინელი თავდამსხმელიიტალი პონომარი ითამაშებს – ინფორმაციას ქუთაისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
 
„პონომარი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს ამის შემდეგ გააფორმებს. 29 წლის უკრაინელი თავდამსხმელი გუნდს ლუცკის „ვოლინიდან“ შეუერთდება“ – ვკითხულობთ ქუთაისელთა ოფიციალურ ვებგვერდზე.
ვიტალი პონომარი ხარკოველია, რომელიც 17 წლის ასაკში დონეცკის „შახტარის“ სელექციონერმა სერგეი ატელკინმა დონეცკურ კლუბში მიიწვია. ამის შემდეგ იჯარით დაბალი ლიგის გუნდებში თამაშობდა.
უკრაინის პრემიერლიგაში 2015 წლიდან გამოდის – ის 4 წელი „ოლეკსანდრიაში“ თამაშობდა, სადაც 26 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად 2019 წელს უკრაინის პრემიერლიგის მესამეადგილოსანი გახდა. 2019 წლის ივლისში ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა ლუცკის „ვოლინთან“, რომელიც უკრაინის პირველ ლიგაში თამაშობს, მაგრამ ნოემბერში გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.