ქუთაისის „ტორპედომ“ თურქეთში ორი შეკრება დაგეგმა  #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ თურქეთში ორი შეკრება დაგეგმა  #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ სეზონის დაწყებამდე ორ შეკრებას გამართავს – ამის შესახებ გუნდის პრესსამსახურის განცხადებიდნა გახდა ცნობილი.

ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის „ტორპედო“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის აქტიურ სამზადისს ხვალიდან შეუდგება. კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით გუნდი, თურქულ შეკრებაზე ხანგრძლივი დროით გამგზავრება, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება.

ბელეკში გასამართი საწვრთნელი პროცესის პირველი ნაწილი, მთლიანად ფიზიკური კონდიციების ოპტიმალურ დონეზე მიყვანას დაეთმობა, ხოლო მეორე ეტაპზე, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით ტორპედოელები რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, რომელთა ინტერნეტ-ტრანსლაციების განხორციელებასაც კლუბის პრესსამსახური შეეცდება.

საკადრო ცვლილებებიდან გამოდინარე, გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. თურქულ შეკრებაზე კი „ტორპედოს“ რიგებში ახალ სახეებს ვიხილავთ. მათ შორის, იქნებიან გია მანჯგალაძე, გიორგი ქიმაძე, აკაკი შულაია, ლაშა შერგელაშვილი, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი კუხიანიძე.

მომდევნო სეზონში, ისეთ გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად როგორებიც, როინ კვასხვაძე, ბაქარ მირცხულავა, ლევან მჭედლიძე, მათე ცინცაძე და სხვები არიან, ქუთაისელთა ღირსებას კლუბის აღზრდილი ახალგაზრდა ფეხბურთელებიც დაიცავენ, რომლებსაც თავის გამოჩენის კარგი საშუალება მიეცემათ.