ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრად „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში „თელავს“ სტუმრად 3:1 სძლია.
არადამაჯერებლად ჩატარებული პირველი წრის შემდეგ, ქუთაისელებმა პირველად შეძლეს დამაჯერებლად მოეგოთ. „კავკასიონი არენაზე“ გამართული მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მთავარი მოვლენები მეორე ნახევარში განვითარდა.
დირკ შუსტერის გუნდმა მასპინძლების წინააღმდეგობა 11-წუთიან მონაკვეთში გატეხა. ანგარიში 55-ე წუთზე ბიორნ იონსენმა გახსნა. მალე, 64-ე წუთზე კაპიტანმა მერაბ გიგაურმა სხვაობა გააორმაგა, ხოლო მესამე გოლი პაატა ღუდუშაურმა გაიტანა (66).
„თელავმა“ ტატო ჟივიძის გოლით (77) სხვაობა შეამცირა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო. 12 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ 15 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „თელავი“ 11 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.