ქუთაისის „ტორპედომ“ ლევან ხარაბაძე წარადგინა - ფეხბურთელმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ ლევან ხარაბაძე წარადგინა - ფეხბურთელმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

ლევან ხარაბაძემ ბათუმის „დინამო“ დატოვა და დეკემბერში ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა, მაგრამ ეს ინფორმაცია ქუთაისურმა კლუბმა ახლა დაადასტურა და მოთამაშე ოფიციალუარდ წარადგინა.

„24 წლის მცველი, ლევან ხარაბაძე ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელია. მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა“, – წერია ქუთაისელთა პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ხარაბაძე წლების განმავლობაში „დინამო თბილისისა“ და ბათუმის „დინამოს“ ღირსებას იცავდა. თამაშობდა შვეიცარიულ „ციურიხში“, კვიპროსულ „პაფოსში“, მაგრამ ტრავმებმა შესაძლებლობების გამოვლენაში ხელი შეუშალა. ლევანი ქუთაისელია, მაგრამ მშობლიური ქალაქის გუნდში პირველად ითამაშებს.

„ტორპედოს“ ახალწვეული საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ეროვნულ ნაკრებშიც კი 3 მატჩი აქვს ჩატარებული.