ქუთაისის ტორპედომ ივარჯიშა - გუნდს დავალიანების ნაწილი გაუსტუმრეს
ქუთაისის ტორპედომ ივარჯიშა - გუნდს დავალიანების ნაწილი გაუსტუმრეს

ქუთაისის „ტორპედომ“ დღეს საღორიას ბაზაზე მორიგი ვარჯიში ჩაატარა და „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის“ მესამე ტურის მატჩისთვის მზადება დაიწყო. შაბათს, 9 მარტს, „ტორპედო“ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.

ეს ამბავი მნიშვნელოვანი გუნდში დატრიალებული ამბების გამო გახდა. „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის“ მეორე ტურის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ფინანსური პრობლემები შეექმნა – გავრცელებული ცნობების მიხედვით, გუნდის ადმინისტრაციას სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელებისა და პერსონალის წინაშე ხელფასების და პრემიების დავალიანება დაუგროვდა და ფეხბურთელები კუთვნილი თანხის მიღებას ითხოვდნენ.

მათი იმედები ნაწილობრივ გამართლდა – როგორც შევიტყვეთ, ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა და დღეს „ტორპედოს“ წევრებს ხელფასის ნაწილი დაურიცხეს.