ქუთაისის „ტორპედომ“ გუნდიდან წასულ ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ გუნდიდან წასულ ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ კლუბიდან სამი ფეხბურთელის (როინ კვასხვაძე, გიორგი ქიმაძე, ლევან გეგეჭკორი) წასვლა დაადასტურა და გუნდის წინაშე გაწული წვლილისთის მათ მადლობა გადაუხადა.

„კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქუთაისის „ტორპედო“ სამმა ფეხბურთელმა, როინ კვასხვაძემ, გიორგი ქიმაძემ და ლევან გეგეჭკორმა დატოვა. თითოეულ მათგანს „ტორპედოს“ მაისურით არაერთი დაუვიწყარი შეხვედრა აქვს ჩატარებული და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი.

ვაფასებთ და ყოველთვის დავაფასებთ ქუთაისელთა რიგებში მათ მიერ წლების მანძილზე ჩატარებულ ღირსეულ და შთამბეჭდავ გამოსვლას. „ტორპედო“ მადლობას უხდის თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში“, – წერია კლუბის პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

შეგახსენებთ, აღნიშნულმა სამეულმა გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც ქუთაისის „ტორპედომ“ მთავარ მწვრთნელთან, კახა ჩხეტიანთან კონტრაქტი გაწყვიტა.