ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს თასის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს თასის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

საქართველოს თასის 1/8 ფინალში ქუთაისის „ტორპედო“ თბილისში „სპაერს“ ესტუმრა, 2:0 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის ბედი მეორე ტაიმის დასაწყისში გადაწყდა. ქუთაისელების თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ 48-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 55-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

საქართველოს თასზე მხოლოდ ერთი მეოთხედფინალისტი დარჩა გასარკვევი – ბოლო 1/8 ფინალურ შეხვედრას საგარეჯოს სტადიონი უმასპინძლებს, სადაც „გარეჯი 1960“ გორის „დილას“ შეხვდება.

ქუთაისის „ტორპედომ“ და გორის „დილამ“ ევროთასებზე საქართველო ყველაზე მეტხანს წარმოადგინეს და ამის გამო, საქართველოს თასის მატჩები მოგვიანებით გამართეს.