ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია, „დინამო თბილისმა“ მესამე ადგილი დაიკავა #1TVSPORT

22:37, 01.07.2026

ქუთაისის „ტორპედო“ სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია – გუნდმა პენალტების სერიაში თბილისის „იბერია“ დაამარცხა (2:2 ძირითადი დრო, 6:5- პენალტების სერია) და ერთ-ერთი ყველაზე ფასეული ტიტულის მფლობელი გახდა.

ქუთაისელები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ – ანგარიში მე-5 წუთზე გიორგი არაბიძის გადაცემით კომნენ ანდრიჩმა გახსნა, 34-ე წუთზე კი თავი არაბიძემ გამოიჩინა.

თბილისელებმა წონასწორობის აღდგენა მოახერხეს. 38-ე წუთზე შანსით ვახო ბედოშვილმა ისარგებლა, 75-ე წუთზე კი ქუთაისელთა კარი ნიკოლოზ დადიანმა აიღო.

83-ე წუთზე „იბერიის“ დებიუტანტმა, ელდარ ყულიევმა, რომელიც მოედანზე სულ 6 რაღაც წუთის შესული იყო, წითელი ბარათი მიიღო და გუნდი კაცნაკლული დატოვა.

გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ ქუთაისის „ტორპედომ“ შეასრულა და სუპერთასს მეოთხედ დაეუფლა.

მესამე ადგილისთვის მატჩი გორში გაიმართა, სადაც „დილამ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა. გამარჯვებულის გამოსავლენად აქაც პენალტების სერია გახდა საჭირო. ძირითად დროში გუნდებმა გოლების გატანა ვერ მოახერხეს – პენალტები კი უფრო ზუსტად თბილესელებმა შეასრულეს, 4:2 მოიგეს და მესამე ადგილს დასჯერდნენ.

აღსანიშნავია, რომ დინამოლთა სასტარტო შემადგენლობასი დაიწყო თამაში თორნიკე კვარაცხელიამ, რომელიც თემურ ქეცბაიამ 56-ე წუთზე შეცვალა.

მსგავსი