ქუთაისის „ტორპედო" ქავთარაძით და ლეანდროთი დაინტერესდა
ქუთაისის „ტორპედო" ქავთარაძით და ლეანდროთი დაინტერესდა

ნოდარ ქავთარაძემ, შესაძლოა, კარიერა ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელოს – ინტერესი არსებობს, მოლაპარაკება დაწყებულია.

ქუთაისური კლუბი 25 წლის ფლანგის შემტევის მიმართ ინტერესს სეზონის დასაწყისშიც ავლენდა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მაშინ კარიერის გაგრძელება გორის „დილაში“ ამჯობინა.

პირველი არხის ინფორმაციით, გორის „დილას“ შემტევ ნახევარმცველს ქუთაისური კლუბის წარმომადგენლები დაელაპარაკნენ და მისგან სიტყვიერი თანხმობაც მიიღეს.

მაგრამ ქავთარაძეს ჯერ ქუთაისელებთან კონტრაქტი არ გაუფორმებია. საკითხის ფინანსური დეტალები მხარეებს შორის საბოლოოდ შესათანხმებელია.

ქავთარაძის გარდა ქუთაისელებს „დილას“ მეორე შემტევი ნახევარმცველის, ლეანდრო რიბეიროს გადაბირებაც სურთ. მისით „საბურთალო“ და ერთ-ერთი ევროპული კლუბიც დაინტერესდა. სად გააგრძელებს კარეირას გორელთა ბრაზილიელი ლეგიონერი, მალე გაირკვევა.