ქუთაისის „ტორპედო“ - ოჯახური ტრაგედიის გამო, ელეზის ჩამოსვლა არამიზანშეწონილია, მოლაპარაკება მაისში განახლდება #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ - ოჯახური ტრაგედიის გამო, ელეზის ჩამოსვლა არამიზანშეწონილია, მოლაპარაკება მაისში განახლდება #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელის, დაშმირ ელეზის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედომ“ 18 წლის ბალკანელი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, მაგრამ დაშმირ ელეზი შეკრებაზე აღარ გამოჩნდა.

„გულშემატკივართა დიდი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს გაცნობოთ, რომ „ტორპედოსა“ და „შკენდიას“ ხელმძღვანელთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, დაშმირ ელიზის ტრანსფერი დროებით შეჩერებულია.

ამ ეტაპზე, მხარეები თანხმდებიან, რომ მოკლე პერიოდში ფეხბურთელის მამისა და ბაბუის გარდაცვალების გამო, მისი ჩრდილოეთ მაკედონიიდან წამოსვლა არამიზანშეწონილია.

კლუბებს შორის მოლაპარაკება დაშმირ ელეზის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის მაისის თვეში განახლდება“, – წერია ქუთაისის „ტორპედოს“ საგანგებო განცხადებაში.