ქუთაისის „ტორპედო“ „კუკესთან“ შვეიცარიელთა მსაჯობას უეფა-ში გაასაჩივრებს [ვიდეო]

ევროპის ლიგის პლეი ოფში გასული ქუთაისის „ტორპედო“ ალბანეთში შვეიცარიელ მსაჯთა ჯგუფის მოქმედებას უეფა-ში გაასაჩივრებს, – ამის შესახებ კლუბმა ოფიციალური გაცხადება და შესაბამისი ვიდეო გაავრცელა.

„ტორპედო“ მსაჯობას უეფა-ში გაასაჩივრებს – ორი პენალტი, ორი არჩათვლილი გოლი და არაერთი სადავო მომენტი… „ტორპედო“ მსაჯობას უეფა-ში გაასაჩივრებს“, – წერია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისში მოგებული მატჩის (5:2) შემდეგ, განმეორებითი მატჩი ალბანური „კუკესთან“ 0:2 წააგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში, პლეი ოფში გავიდა.

ალბანელებმა ორი პენალტით გაიტანეს და ორივე საეჭვო ვითარებაში დაინიშნა. ამავე დროს, გაუგებარი მიზეზებით, შვეიცარიელმა არბიტრმა, ალენ ბიერმა ქუთაისელთა ლეგიონერებს, მარეკ ჰლინკასა და ოლეკსანდრ აზაცკის გოლები არ ჩათვალა.