ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგაზე ითამაშებს - „შუქურამ“ ისევ ცხრა გოლი გაუშვა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგაზე ითამაშებს - „შუქურამ“ ისევ ცხრა გოლი გაუშვა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში ბოლო ტურის ოთხი მატჩი გაიმართა და თითქმის ყველაფერი გაირკვა – ვინ რომელი ადგილი დაიკავა, ვინ გავარდა და პლეი აუტში რომელი გუნდი ითამაშებს.

ბათუმის „დინამომ“ საჩემპიონო ფარი ჩაიბარა და ქუთაისის „ტორპედოსთან“ ბოლო ტურში ჯოვინო ფლამარიონისა და მამუკა კობახიძის გოლებით სწრაფად დაწინაურდა. თუმცა ქუთაისელებმა გიორგი არაბიძისა და ლაშა შერგელაშვილის გოლებით ანგარიში გაათანაბრეს, მესამე ადგილი დაიკავეს და კონფერენსლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

უნიკალური ამბავი მოხდა ქობულეთის „შუქურასა“ და „გაგრის“ შეხვედრაში. სტუმრებმა 9:0 მოიგეს, „გაგრის“ თავდამსხმელმა, ზურაბ მუსელიანმა კი 7 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

გასარკვევი დარჩა მხოლოდ კონფერენსლიგის ერთადერთი საგზურის მფლობელი. ამას 6 დეკემბერს შევიტყობთ – ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ „საბურთალოს“ უმასპინძლებს. თბილისური კლუბი ევროტურნირზე თასის მოპოვების შემთხვევაში ითამაშებს, ხოლო თუ ბათუმელებმა მოიგეს, მაშინ პრიორიტეტი ეროვნული ლიგის მეოთხეადგილოსანს მიენიჭება.

36-ე ტური

სამტრედია – სამგურალი 2:3

1:0 ახვლედიანი (10), 2:0 ახვლედიანი (39), ლომინაძე (45), 2:2 ლომინაძე (54), 2:3 შარბელ გომეზი (68),

გაფუჭებული პენალტი: ლომინაძე (51)

დინამო ბთ – ტორპედო 2:2

1:0 ფლამარიონი (5), 2:0 კობახიძე (16), 2:1 არაბიძე (19), 2:2 შერგელაშვილი (64),

გაფუჭებული პენალტი: არაბიძე (19)

დილა – თელავი 3:1

0:1 აშორტია (49 პენალტი), 1:1 კოვტალიუკი (63), 2:1 სარდალიშვილი (71), მზვაკალი (87)

შუქურა – გაგრა 0:9

0:1 მუსელიანი (3), 0:2 მუსელიანი (10), 0:3 მუსელიანი (17), 0:4 მუსელიანი (18), 0:5 მუსელიანი (43), 0:6 (52. პენალტი), 0:7 ხომუტოვი (65), 0:8 მუსელიანი (84), 0:9 აროშიძე (88)

ჩემპიონატის ბოლო მატჩი „პეტრო არენაზე“ 19:30 საათზე გაიმართება – „საბურთალო“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს. ეს შეხვედრა სატურნირო ცხრილში ვეღარაფერს შეცვლის.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი

ბათუმის დინამო

კონფერენსლიგის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი

დინამო თბილისი, ქუთაისის ტორპედო

ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა

ქობულეთის შუქურა

ეროვნულ ლიგაში დასარჩენ პლეი აუტში იბრძოლებენ

სამტრედია, თელავი