ქუთაისის „ტორპედო“ ჯერ არ გაყიდულა, მაგრამ ყველაზე დიდი შანსი „ნიუ ვიჟენს“ აქვს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ ჯერ არ გაყიდულა, მაგრამ ყველაზე დიდი შანსი „ნიუ ვიჟენს“ აქვს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ აუქციონზე ჯერ არ გაყიდულა და გუნდის ახალი მფლობელი არ გარკვეულა, მაგრამ, დიდი ალბათობით, მფლობელი „ნიუ ვიჟენის“ რექტორი დავით კერესელიძე გახდება, – ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისური კლუბის ოფიციალურმა ფანკლუბმა „ჩვენ ვართ ტორპედო“ გაავრცელა.

„ჩვენი ინფორმაციით, ქუთაისის „ტორპედო“ აუქციონზე 577 017 ლარად გაიყიდა. გუნდის ახალი მფლობელი კი დავით კერესელიძე გახდა. ფანკლუბის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ დავითს ამ მძიმე პერიოდში კლუბში მოსვლისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში“, – წერენ გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, ჯერ პროცესი არ დასრულებულა. საქმე ასეა – „ნიუ ვიჟენის“ რექტორმა დავით კერესელიძემ ბიჯი შეიტანა, აუქციონი კი ხვალ 17:00 საათზე მთავრდება. ასე რომ, „ნიუ ვიჟენი“ ჯერ გუნდის მეპატრონე არ გამხდარა

თუმცა, „ჩვენ ვართ ტორპედოს“ განცხადება ჰაერიდან არ წამოსულა. „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს“ 19 აგვისტოს დანიშნული აუქციონის პირობები არ მოეწონა და ისევე როგორც „ნიუ ვიჟენმა“ აუქციონში მონაწილეობა არ მიიღო. შემდეგ კი ცნობილი გახდა, ამ პირობებით გუნდისთვის ბრძოლას აღარ აპირებდნენ და ახალ აქუციონზე „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს“ ბიჯი არ შეიტანა.

ასე რომ, უდიდესი ალბათობით, ხვალ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციული კლუბის, „ტორპედოს“ მფლობელი „ნიუ ვიჟენის“ რექტორი დავით კერესელიძე გახდება.