ქუთაისის „ტორპედო“ ევროპის ლიგის პლეი ოფშია
ქუთაისის „ტორპედო“ ევროპის ლიგის პლეი ოფშია

ქუთაისის „ტორპედო“ ევროპის ლიგის პლეი ოფშია. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისში მოგებული მატჩის (5:2) შემდეგ განმეორებითი მატჩი ალბანური „კუკესსთან“ წააგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში, პლეი ოფში გავიდა.

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ქუთაისის „ტორპედომ“ ალბანეთში, ელბასანის სტადიონზე ჩაატარა და ორი მოგონილი პენალტისა. ორი არჩათვლილი გოლის მიუხედავად, ქუთაისელებმა მიზანს მიაღწიეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის უფლება მოიპოვეს.

ანგარიში 29-ე წუთზე ალბანელებმა პენალტით გახსნეს – თავი „კუკესის“ მოზამბიკელმა თავდამსხმელმა რეჯინალდომ გამოიჩინა. მეორე ნახევარში რეჯინალდომ კიდევ ერთი პენალტი 75-ე წუთზე მოიპოვა და „კუკესმა“ 2:0 მოიგო. თუმცა, ორივე პენალტი საეჭვო იყო, ამ გოლს შორის კი გაუგებარი მიზეზებით, შვეიცარიელმა არბიტრმა ალენ ბიერმა ქუთაისელთა ლეგიონერებს, მარეკ ჰლინკას და ლაზარ მარინის გოლები არ ჩაუთვალა.

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდა და 23 და 30 აგვისტოს „ზრინსკისა“ და „ლოდოგორეცის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. პირველი შეხვედრის მასპინძელი „ტორპედო“ იქნება.