ახალი სეზონის დაწყებამდე დასკვნით შეკრებას ქუთაისის „ტორპედო“ ესპანეთში გაივლის – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„გუნდი მარბელაზე 10 თებერვალს გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს. დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაციას კლუბი მალე გამოაქვეყნებს და ესპანეთიდან მატჩების ტრანსლაციასაც უზრუნველყოფს“.
წესით, ქუთაისური კლუბი უკვე შეკრებაზე უნდა ყოფილიყო – „ტორპედოს“ პორტუგალიაში საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობაც დაგეგმილი ჰქონდა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის საკითხის გარკვევა დაგვიანდა და გუნდს ქობულეთში შეკრება გაუგრძელდა.
გავრცელებული ცნობით, ქუთაისის „ტორპედოს“ გერმანელი სპეცისლისტი დირკ შუსტერი გაწვრთნის, რომელიც 2016 წელს ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს – გერმანელი სპეციალისტი გუნდს ესპანეთში შეუერთდება.
