ქუთაისის „ტორპედო“ ჩხეტიანს უცხოელი სპეციალისტით შეცვლის, ბაუმის კანდიდატურა გამოირიცხა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ ჩხეტიანს უცხოელი სპეციალისტით შეცვლის, ბაუმის კანდიდატურა გამოირიცხა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა გუნდიდან გათავისუფლებული მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის შემცვლელად მხოლოდ უცხოელი სპეციალისტების კანდიდატურებს განიხილავს.

გუნდში უარყვეს ინფორმაცია, რომ ჩხეტიანს მანუელ ბაუმი შეცვლის, რომელიც „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სპორტულ ფაკულტეტს ხელმძღვანელობს. 41 წლის სპეციალისტი გერმანიის 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარი მწვრთნელიც იყო. ის ასევე „შალკესა“ და „აუგსბურგში“ მუშაობდა.

ჩხეტიანის შემცვლელის ვინაობა, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაირკვევა. დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცით, რომ „ტორპედოს“ უცხოელი მწვრთნელი ეყოლება.

10 მაისს „გაგრასთან“ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის გასვლით შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედოს“ მოედანზე ჩხეტიანის ყოფილი თანაშემწეები გაიყვანენ, რომლებიც გუნდში რჩებიან და მუშაობას აგრძელებენ.