ქუთაისის „ტორპედო“ ახალი სეზონისთვის ესპანეთში მოემზადება #1TVSPORT
გერმანელი სპეციალისტი დირკ შუსტერი ქუთაისის „ტორპედოს“ თებერვლის დასაწყისში შეუერთდება. ქუთაისელთა ყოფილი მთავარი მწვრთნელი, სტივ კინი „ტორპედოში“ დარჩება – შოტლანდიელი სპეციალისტი კლუბის მენეჯმენტში გადაინაცვლებს და სპორტული დირექტორის პოსტს დაიკავებს, – ინფორმაციას GeoTeam-ი ავრცელებს, თუმცა, კლუბი ამ ამბავს ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ამჟამად ქობულეთშია. აჭარაში მზადებას „ტორპედო“ 10 თებერვლამდე გააგრძელებს და ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. შემდეგ კი ქუთაისელები არა პორტუგალიაში, არამედ ესპანეთში გაემგზავრებიან.
გუნდს პორტუგალიაში „ატლანტიკის თასზე“ უნდა ეთამაშა – ამხანაგური მატჩებიც დაგეგმილი იყო დანიურ „ბრონდბიუსთან“, ნორვეგიულ „როსენბორგთან“ და შვედურ „გიოტებორგთან“, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო პორტუგალიურ ტურნირში ქუთაისელების მონაწილეობა გამოირიცხა და გუნდი ესპანეთში გაემგზავრება.