ქუთაისის სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დასრულდა
ქუთაისის სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დასრულდა

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დასრულდა. ინფორმაციას ქუთაისის „ტორპდოს“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

მოედნის საფარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით დააგეს. თუმცა, ქუთაისის „ტორპედო“ საშინაო შეხვედრებს ქუთაისის სტადიონზე ჯერ ვერ ჩაატარებს.

საქმე ისაა, რომ სტადიონზე სამუშაოები ამით არ დასრულებულა – პროექტის თანახმად, „რამაზ შენგელია არენამ“ უეფა-ს მეოთხე კატეგორიის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, საამისოდ კი დარჩენილია ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ქუთაისის მერიამ უნდა განახორციელოს.

ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალური გვერდის ცნობით, სამუშაოების დასრულებამდე, ანუ სავარაუდოდ წლის ბოლომდე, გუნდი საშინაო მატჩებს წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართავს, ქუთაისში კი მხოლოდ ახალ სეზონში დაბრუნდება.