ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საფარის დაგება დაიწყო
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საფარის დაგება დაიწყო

ფეხბურთის ფედერაციამ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ახალი საფარის დაგება დაიწყო. სფფ-ის ცნობით, სამუშაოები ზაფხულისთვის დასრულდება.

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ორი შეხვედრის შემდეგ რეკონსტრუქციისთვის დაიხურა.

ფეხბურთის ფედერაცია სტადიონს ქუთაისის მერიასთან ერთად განაახლებს. სამუშაოებისთვის 500 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება.

დღემდე უცნობია, „ტორპედო“ საშინაო მატჩებს სად ჩაატარებს. „ტორპედოს“ ქუთაისის „აია არენაზე“ თამაში სურს, რაზეც საბოლოო პასუხი არ მიუღიათ. სხვაგვარად, გუნდი წყალტუბოს განახლებულ არენაზე ან სამტრედიას „ეროსი მანჯგალაძეზე“ ითამაშებს