ქუთაისის მერი „ტორპედოს“ პრეზიდენტ მანინოს შეხვდა
ქუთაისის მერი „ტორპედოს“ პრეზიდენტ მანინოს შეხვდა

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე „ტორპედოს“ პრეზიდენტ ფაბიო მანინოს შეხვდა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

„აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა კლუბთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს,“ – წერია „ტორპედოს“ საიტზე.

თუმცა, კონკრეტულად რაზე ილაპარაკეს, ამაზე ინფორმაცია არ დაკონკრეტებულა. ფაქტია, რომ ფაბიო მანინო საქართველოში დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ ჩამოვიდა. ქუთაისის „ტორპედოს“ იტალიელი პრეზიდენტი გუნდის ვარჯიშს დაესწრო და მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს გაესაუბრა.

მანინოს გუნდის გადაცემაზე ჯერ კიდევ თებერვალში შეუთანხმდნენ, მაგრამ იურიდიული პროცედურები ვერ დასრულდა, შემდეგ კი პანდემიის გამო, იტალიელი ბიზნესმენის ჩამოსვლა გართულდა და საქართველოში გამომგზავრება მხოლოდ ახლა მოახერხა.

დიდი ალბათობით, ახლა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი „ტორპედოს“ პრეზიდენტ ფაბიო მანინოს გუნდის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა.