ქუთაისის გულშემატკივრები არასდროს დამავიწყდებით - „ტორპედო“ ინკუმმა დატოვა #1TVSPORT
ქუთაისის გულშემატკივრები არასდროს დამავიწყდებით - „ტორპედო“ ინკუმმა დატოვა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ კიდევ ერთ ლეგიონერს შეელია – გუნდი სამეულ ინკუმმა დატოვა, რომელმაც ამის შესახებ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მადლობა ქუთაისის „ტორპედოს“ და ნახვამდის ძვირფასო გულშემატკივრებო. არასდროს დამავიწყდებით, თქვენ ხართ საოცარი ხალხი და საოცარი გულშემატკივრები, რომლებიც ყოველთვის მხარს გვიჭერდით! წარმატებები ახალ სეზონში“, – ასე დაემშვიდობა სამუელ ინკუმი გუნდს.

გამოცდილი განელი მცველი „ტორპედოში“ 2021 წელს ჩაირიცხა. ივლისის დასაწყისში სამუელ ინკუმი გუნდიდან წავიდა, როცა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებმა პროტესტის ნიშნად თამაშზე უარი განაცხადეს. იმის შემდეგ ქუთაისში ვითარება შეიცვალა, „ტორპედოს“ ახალი მეპატრონე გამოუჩნდა და გუნდში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ინკუმიტორპედომდე“ „სამტრედიაში“ თამაშობდა. ის იყო განის ნაკრების წევრი, სადაც 44 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ხოლო მასთან ერთად მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მონაწილე გახდა.