ქუთაისის აეროპორტში მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
ქუთაისის აეროპორტში მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“ 10 იანვარს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ც.ე.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 16 974 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ბრილიანტის თვლებით (საერთო წონა 54,77 გრამი) გამოავლინეს.

აღნიშნული საქონელი კანონდამრღვევ მოქალაქეს სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.

შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.