„ქუთაისი“ დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულია (ვიდეო)

დუდუ დადიანის მემორიალი „ქუთაისის“ გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ტრადიციული ტურნირის ფინალში „რუსთავი“ დაამარცხა.

ნახევარფინალში ორივე გუნდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა – ქვემოქართლელებმა გზიდან „ოლიმპი“ ჩამოიცილეს, ქუთაისელებმა კი – „კაკტუსი“. აქამდე „ქუთაისმა“ დუდუ დადიანის მემორიალი მხოლოდ ერთხელ მოიგო, ხოლო „რუსთავმა“ ტურნირის მთავარი პრიზი ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ მოიპოვა.

თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში გამართული ფინალური დაპირისპირება საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ, ქუთაისელთა გამარჯვებით 92:78 დასრულდა, რომლებმაც დუდუ დადიანის სახელობის თასი მეორედ აღმართეს.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ქუთაისელთა ლიდერი ილია ლონდარიძე დაასახელეს, რომელმაც ფინალში 21 ქულა დააგროვა.