ქუთაისელი ფანები - ჩვენი სრული მხარდაჭერა აშვეთიას, ის „ტორპედომ“ არ უნდა გაუშვას
ქუთაისელი ფანები - ჩვენი სრული მხარდაჭერა აშვეთიას, ის „ტორპედომ“ არ უნდა გაუშვას

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის პირველი ორი ტურის თამაშები წააგო. ამის გამო გავრცელდა ხმები, თითქოს, გუნდიდან მთავარ მწვრთნელს, მიხეილ აშვეთიას უშვებენ და მისი ნაცვლად ქუთაისელ სპეციალისტს, საჩხერის „ჩიხურას“ ყოფილ დამრიგებელს, სოსო ფრუიძეს ნიშნავენ.

ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა ოფიციალურმა კლუბმა „ჩვენ ვართ ტორპედო“-მ ამასთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა.

„გავრცელდა ხმები, თითქოს „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად სოსო ფრუიძე ინიშნება. ჩვენ, ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალური ფანკლუბის ყველა წარმომადგენელი ფრუიძის მოსვლის კატეგორიული წინააღმდეგი ვართ. ბოლომდე ვენდობით და გვჯერა ჩვენი გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელის და აწ უკვე მთავარი მწვრთნელის, მიხეილ აშვეთიას და მისი შტაბის! ჩვენ ვართ ის გულშემატკივრები, რომლებმაც ეს კლუბი არაერთხელ გადავარჩინეთ! ამიტომ, როცა საქმე „ტორპედოს“ ეხება, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ძალა და უსამართლობის წინააღმდეგ ნებისმიერს დავუპირისპირდებით!

აშვეთიამ გუნდი უმძიმეს დროს ჩაიბარა, გუნდს არ გაუვლია შეკრება, არ ჰქონია მოსამზადებლად დრო, სრულიად ახალი გუნდი შეკრიბა, მაგრამ 2 თამაშის წაგების მერე მის გაშვებაზე ალაპარაკდნენ. აშვეთია „ტორპედოს“ მწვრთნელად!! ეს ის კაცია თავის შტაბთან ერთად, რომლებმაც ჩვენთან ერთად ბოლომდე იომეს, ბოლო წამამდე დარჩნენ და არ მიატოვეს გუნდი – ამიტომ ჩვენი სრული მხარდაჭერა მათ“ – ვკითხულობთ „ჩვენ ვართ ტორპედოს“ ვებგვერდზე.