ქუთაისელების ზედიზედ მეორე მარცხი - „ლოკომოტივმა“ გასვლაზე „ტორპედოს“ სძლია #1TVSPORT
ქუთაისელების ზედიზედ მეორე მარცხი - „ლოკომოტივმა“ გასვლაზე „ტორპედოს“ სძლია #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის 26-ე ტურში „რამაზ შენგელია არენაზე“ თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღო და ზედიზედ მეორე შეხვედრაში დამარცხდა.

ქუთაისელები გასავარდნთა ზონაში არიან, „ლოკომოტივი“ კი ევროსაგზურისთვის იბრძვის და ქულებს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა. 41-ე წუთზე, ბექა დარციმელიას მშვენიერი პასით მეკარესთან პირისპირ ირაკლი სიხარულიძე დარჩა და ზუსტად დაარტყა – 0:1.

ქუთაისელები მეორე ტაიმში თამაშის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ საგოლე მომენტებით ვერ ისარგელბეს. 88-ე წუთზე თბილისელთა მცველს, რატი მჭედლიშვილს მთავარმა არბიტრმა შეტევის ჩაშლისთვის მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და „ლოკომოტივი“ კაცნაკლული დარჩა, მაგრამ სტუმრებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და 0:1 გაიმარჯვეს.

26 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ 25 ქულით ისევ მე-7 პოზიციაზე დარჩა, თბილისის „ლოკომოტივი“ კი (40) „საბურთალოს“ (40) დაეწია, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მე-5 ადგილზეა. მესამე პოზიციაზე გორის „დილა“ (43) დაწინაურდა, რომელმაც გასვლაზე „თელავი’ დაამარცხა.