ქურთი მებრძოლები - ჩვენმა ჯაშუშმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის საცვლები მოიპარა და მისი იდენტიფიცირება ასე მოხერხდა
ქურთი მებრძოლები - ჩვენმა ჯაშუშმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის საცვლები მოიპარა და მისი იდენტიფიცირება ასე მოხერხდა

ქურთი მებრძოლები აცხადებენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის იდენტიფიცირება მისი საცვლების საშუალების მოხდა, რომელიც მათმა ჯაშუშმა მოიპარა. „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლების ამტკიცებენ, რომ სწორედ „საცვლების“ საშუალებით მოხერხდა დნმ-მ ანალიზის ჩატარება.

ამავე დროს, ქურთი მებრძოლების მეთაური პოლატ კანი ამტკიცებს, რომ ქურთები ასევე დაეხმარნენ აშშ-ს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ადგილსამყოფელის დადგენაშიც.

აშშ-ის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აშშ-ის სპეცრაზმის ოპერაციის დროს იყო ლიკვიდირებულია. მან თავი აიფეთქა.

27 ოქტომბერს აშშ-ის ლიდერმა დაადასტურა, რომ ქურთებმა აშშ-ის „საჭირო“ ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა თავად ქურთი მებრძოლების სპეცოპერაციაში არ მონაწილეობდნენ.

თუმცა, „სირიის დემოკრატიული ძალების“ მეთაური ამტკიცებს, რომ „ქურთებმა სირიაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აშშ-ს ალ-ბაღდადის ადგილსამყოფელის ზუსტი კოორდინატები მიაწოდეს და ბოლო წუთებში ჩართულები იყვნენ ოპერაციაში“.

დატოვე კომენტარი