ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ ძირითად შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
პორტუგალიის ჩემპიონატში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ მეორე პორტუგალიურ გრანდს, „პორტუს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა პირველად ითამაშა პორტუგალიის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში და 68-ე წუთზე შეცვალეს. ქართველის თამაში საშუალო ქულით შეაფასეს – 6,7.
61-ე წუთზე „პორტუმ“ ანგარიში ლუკ დე იონგის დარტყმით გახსნა, სამ წუთში კი სტუმართა უპირატესობა ვილიამ გომესმა გაზარდა. 74-ეზე „სპორტინგმა“ სხვაობა პერესის ავტოგოლით შეამცირა, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინა.
„სპორტინგმა“ ოთხი ტურის შემდეგ ცხრა ქულა დააგროვა, მას „პორტუმ“ და ოთარ მამაგეიშვილის „ფამალიკაომ“ (რომელმაც გასვლაზე „ავეში“ 1:0 დაამარცხა) გადაასწრეს – მამაგეიშვილი შეცვლაზე შევიდა და 4 წუთი ითამაშა.