ქოჩორაშვილმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა #1TVSPORT
ქოჩორაშვილმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილისთვის ესპანეთის ლა ლიგა 2-ის შეხვედრა ხიხონის „სპორტინგთან“ უიღბლო გამოდგა. „ლევანტეს“ ქართველ ლეგიონერს მოედანის დატოვება ტრავმის გამო მოუხდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შეხვედრა „ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ მე-10 წუთზე, დრიბლინგის დროს გაჩერდა, ხელი აწია და მწვრთნელს ანიშნა, რომ შეეცვალა.

„ლევანტეს“ ქართველი ნახევარმცველის ცვლილებასა და ტრავმის შესახებ plazadeportiva-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგიმ მოედანი კუნთის ტრავმის გამო დატოვა.

„„ლევანტეს“ კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნა. ქოჩორაშვილმა ხიხონის „სპორტინგთან“ შეხვედრისას მოედანი ტრავმის გამო დატოვა. ქართველ ფეხბურთელს მატჩის მე-9 წუთზე კუნთი ატკივდა და იძულებული გახდა, თამაში შეეწყვიტა.

ქოჩორაშვილის ამბავი „უესკას“ წინააღმდეგ მომდევნო კვირის მატჩში მის თამაშს ეჭვქვეშ აყენებს. თუ ტრავმა დადასტურდება, ქართველი ნახევარმცველი ლაზარეთში მყოფ „ლევანტეს“ ოთხ ფეხბურთელს შეუერთდება“, – წერს ესპანური გამოცემა.