ქოჩორაშვილის დებიუტი გადაიდო - „ლევანტეს“ ფეხბურთელებს გოლმა პანდემია და დისტანცია დაავიწყა
ქოჩორაშვილის დებიუტი გადაიდო - „ლევანტეს“ ფეხბურთელებს გოლმა პანდემია და დისტანცია დაავიწყა

ლა ლიგაში სეზონი განახლდა. მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო ტურნირის მიმართ ჩვენს ინტერესს ის ფაქტიც აძლერებდა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ერთ-ერთ ესპანურ ქართველი ფეხბურთელის თამაშის ხილვის იმედი გაჩნდა.

„ესტადიო კამილო კანოზე“ 29-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც „ლევანტემ“ „სევილიას“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა. 46-ე წუთზე ანგარიში „სევილიას“ და ნიდერლანდების ნაკრების შემტევმა, ლუკ დე იონგმა გახსნა. მასპინძლებმა ანგარიში 87-ე წუთზე გაათანაბრეს – სტუმართა ბრაზილიელმა მცველმა დიეგო კარლოსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩი 1:1 დასრულდა.

მატჩის წინ ცნობილი გახდა, რომ „ლევანტეს“ განაცხადში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი მოხვდა და ყველა მისი დებიუტის მოლოდინში იყო. 20 წლის ქართველის მოედანზე გამოჩენის იმედს ახალი წესი გვიტოვებდა – ლა ლიგაში კლუბებმა 5 შეცვლის უფლება მიიღეს.

ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ ძირითად გუნდთან ერთად მას შემდეგ ვარჯიშობს, რაც გუნდმა ვარჯიშების განახლების უფლება მიიღო – „ლევანტეს“ რამდენიმე მოთამაშე დაშავებულია და მწვრთნელმა დუბლშემადგენლობიდან ქართველი საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა.

სამწუხაროდ, გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ არ გამოჩნდა, მაგრამ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ლა ლიგის გუნდის განაცხადში ქართველი ფეხბურთელი დაფიქსირდა.

29 ტურის შემდეგ, 36 ქულით, „ლევანტე“ მე-12 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ მესამეადგილოსან „სევილიასთან“ (მხოლოდ „ბარსელონას“ და „რეალს“ ჩამორჩება) ანაგრიშის გათანაბრებამ მასპინძლები ისე გაახარა, ყველა რეკომენდაცია დაივიწყეს და გოლი პანდემიამდელი გადახვევებით აღნიშნეს.

დატოვე კომენტარი