ქოჩორაშვილი და წიტაიშვილი ლა ლიგა 2-ის ტურის გუნდში მოხვდნენ #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი წიტაიშვილი ესპანური ლა ლიგა 2-ის 30-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ – რჩეულები ანალიტიკურმა პორტალმა sofascore-მა დაასახელა.
„ლევანტეს“ ქართველმა ნახევარმცველმა ქოჩორაშვილმა „კარტახენასთან“ მოგებულ (3:0) შეხვედრაში გოლი გაიტანა, ხოლო „გრანადას“ შემტევმა წიტაიშვილმა „ფეროლთან“ (3:0) ანგარიშზე გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.
4-4-2 სათამაშო სქემით შედგენილ გუნდში ქოჩორაშვილი მარცხენა ფლანგის ნახევარმცველის პოზიციაზე 8,2 ქულიანი შეფასებით მოხვდა, ხოლო წიტაიშვილის თამაში 8,4 ქულით შეფასდა და ის მარჯვენა ფლანგზეა.