ქობულეთში მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს

14:40, 28.11.2018

ქობულეთში, ​სოფელ ჩაისუბანში 46 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლული იპოვეს. ფაქტს შინა​გან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

მამაკაცი გზაზე, საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი