ქობულეთის „შუქურამ“ საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე დაიმატა
ქობულეთის „შუქურამ“ საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე დაიმატა
ქობულეთის „შუქურას“, რომელიც ბაქოში მოსამზადებელ შეკრებას ატარებს, ორი ახალი მოთმაშე დაემატა – ორივე თბილისის „დინამოს” ყოფილი წევრია და სანაკრებო გამოცდილება გააჩნიათ.
 
ამიერიდან „შუქურას“ ღირსებას ლევან ხმალაძე და გიორგი გადრანი დაიცავენ. 34 წლის გამოცდილი ხმალაძე თბილისის „დინამოს“ გაზრდილია, სადაც ცხრა წელი გამოდიოდა და გუნდის კაპიტანი იყო. ექვსი წელი საქართველოს ნაკრებში (12 მატჩი) იწვევდნენ. უთამაშია ისრაელსა და კვიპროსში, ბოლოს კი ბოლნისის „სიონში“ (2018-2019) ირიცხებოდა.
25 წლის ცენტრალურმა მცველმა გადრანმა კარიერა „გაგრაში“ (2012-2014) დაიწყო, იყო უკრაინული გუნდების მოთამაშე, თბილისის „დინამოს“ (2017) წევრი, ასევე გორის „დილას“ და ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი, 2014-15 წლებში კი საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში იწვევდნენ.