ქობულეთის „შუქურამ“ გასვლაზე „სამტრედია“ დაამარცხა #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურამ“ გასვლაზე „სამტრედია“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მეშვიდე ტური „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართული შეხვედრით დაიწყო –  „სამტრედიამ“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

მე-11 წუთზე ბანტუ მზვაკალის გადაცემით სტუმრები კაპიტანმა მიშიკო სარდალიშვილმა დააწინაურა. მან მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა და 26-ე წუთზე დუბლი შეასრულა, „შუქურამ“ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა, 2:0.

მეორე ტაიმში „სამტრედიამ“ თამაშის გადარჩენა სცადა, მაგრამ დაცვა მოაშიშვლა და კონტრშეტევაზე ქობულეთელებმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა უშედეგოდ.

შვიდი ტურის შემდეგ „შუქურამ“ ექვსი ქულა დააგროვა და მეშვიდე პოზიციაზე დაწინაურდა, ხოლო „სამტრედია“ (ოთხი ქულა) მეცხრე ადგილზე დაქვეითდა.