ქობულეთელებმა ფოთში ზუგდიდელები დაამარცხეს #1TVSPORT
ქობულეთელებმა ფოთში ზუგდიდელები დაამარცხეს #1TVSPORT

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე ტესტ-მატჩში ეროვნული ლიგის ქობულეთის „შუქურა“ ზუგდიდის „დინამოს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

შუქურაში“ სინჯებზე იმყოფება უკრაინელი ლეგიონერი მიხეილ რადჩენკო, რომელიც პირველი ნახევარი ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა, გუნდი კი ზაფხულის შესვენებაზე დატოვა. რადჩენკომ ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ქობულეთელთა შორის მეორე ახალწვეული, ნიკა ძალამიძეც იყო და ისიც სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა.

ქობულეთელები სწრაფად დაწინაურდნენ – ანგარიში კახა კაკაშვილმა გახსნა. თუმცა ზუგდიდელებმა წონასწორობა სწრაფადვე აღადგინეს. „დინამოს“ იერიში ბექა მახარაძემ გოლით დაასრულა და შესვენებაზე გუნდები 1:1-ზე გავიდნენ.

მეორე ნახევრის დასაწყისში ზუგდიდელებს დაწინაურება შეეძლოთ, მახარაძეს კი – დუბლის შესრულება, მაგრამ პენალტიდან დარტყმული ბურთი ქობულეთელთა მეკარე რომან ტაკიძემ მოიგერია. მალე „შუქურას“ თავდამსხმელმა მიშიკო სარდალიშვილმა ზუგდიდელების კარი მეორედ აიღო, თამაშის ბოლოს კი ზურაბ მუსელიანმა „დინამოს“ მესამედ თეთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაუტანა და ზღვისპირელებმა ამხანაგური თამაში 3:1 მოიგეს.


შუქურა – ზუგდიდის დინამო 3:1


გოლები: 1:0 კაკაშვილი, 1:1 ბ. მახარაძე, 2:1 სარდალიშვილი, 3:1 მუსელიანი

შუქურა: შეროზია – ფარტენაძე, ჭანტურია, გოგიტიძე, რადჩენკო – კაკაშვილი, ხმალაძე – კვარაცხელია, ძალამიძე, აფხაზავა – ვერულიძე