ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ სკრიპალების მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაასრულა

11:15, 12.04.2018

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაასრულა და ანგარიშს დღეს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს გადაუგზავნის. ინფორმაციას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ეს არის გამჭვირვალე და ღია მიდგომა, რასაც ჩვენ თავიდანვე ვუჭერდით მხარს“, – განაცხადა სამინისტროს პრესმდივანმა.

გავრცლებული ინფორმაციით, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ იმ ნივთიერებას ჩაუტარა ანალიზი, რომლითაც სერგეი და იულია სკრიპალები მოწამლეს. ბრიტანეთის დაზვერვა თვლის, რომ ნივთიერება „ნოვიჩოკი“ რუსეთის სამხედრო ბაზაზეა დამზადებული.

ბრიტანეთი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთს ადანაშაულებს.

მსგავსი