ქეთევან ციხელაშვილი და ვახტანგ მახარობლიშვილი ნატო-ში შეხვედრებს გამართავენ
ქეთევან ციხელაშვილი და ვახტანგ მახარობლიშვილი ნატო-ში შეხვედრებს გამართავენ

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ნატო-ში შეხვედრებს გამართავენ. ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

ქეთევან ციხელაშვილი და ვახტანგ მახარობლიშვილი ხვალ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდებიან.

ნატო-ს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ნატო-საქართველოს კომისიის სხდომასაც დაესწრებიან.