ქერლინგში ბრინჯაოს მედალი გათამაშდა. მამაკაცებს შორის მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს შვეიცარია და კანადა დაუპირისპირდნენ და გამარჯვება შვეიცარიელებს დარჩათ – 7:5. ფინალი სპორტის ამ სახეობაში ხვალ, 24 თებერვალს შედგება და ერთმანეთს შვედეთისა და აშშ-ს ნაკრებები შეხვდებიან.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, თბილისის დროით 15:05-ზე ქალთა შორის ორი ნახევარფინალური მატჩია დაგეგმილი: სამხრეთ კორეა – იაპონია და შვედეთი – დიდი ბრიტანეთი.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე