ქერჩის სრუტეში თავდასხმის გამო, უკრაინა ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
ქერჩის სრუტეში თავდასხმის გამო, უკრაინა ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ქერჩის სრუტეში მომხდარი თავდასხმის გამო, უკრაინის ხელისუფება ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ უნდა შევაჩეროთ კრემლის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ახალი სანქციები გვჭირდება“, – განაცხადა ევროკავშირში უკრაინის ელჩმა, ნიკოლაი ტოჩიცკიმ.

უკრაინელი დიპლომატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის მოუწოდებს, აღნიშნული საკითხი 26 ნოემბერს დაგეგმილ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დააყენოს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქერჩის სრუტეში თავდასხმისა და სამხედრო კატარღების დაკავების გამო, რუსეთის მიმართ კატეგორიულ პროტესტს გამოთქვამს და ვითარების გამწვავებაში კრემლის რეჟიმს ადანაშაულებს.

„მივმართავთ ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს, მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა აგრესორის შესაკავებლად და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აღმოუჩინონ უკრაინას სამხედრო დახმარება “, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.