ქენან ილდიზი „იუვენტუსში“ ყველაზე მაღალ ხელფასს ითხოვს #1TVSPORT
ქენან ილდიზი „იუვენტუსში“ ყველაზე მაღალ ხელფასს ითხოვს #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველს ქენან ილდიზს სურს გახდეს გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი.

გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებისას ილდიზმა წელიწადში მინიმუმ ექვსი მილიონი ევრო მოითხოვა. სწორედ ასეთ თანხას იღებს „იუვენტუსში“ ფორვარდი ჯონათან დევიდი. მოქმედი კონტრაქტით, რომელიც 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში, ქენანის ხელფასი წელიწადში 1.7 მილიონ ევროს შეადგენს. „იუვენტუსი“ თურქ ფეხბურთელს ბონუსების გათვალისწინებით 4-5 მილიონს სთავაზობს.

გარდა ამისა, ილდიზს სჭირდება გარანტიები მომავალ პროექტთან დაკავშირებით – მას სურს იყოს გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშე და ჰქონდეს ტიტულების მოგების შანსი იტალიასა და ევროპაში.

იტყობინებიან, რომ „იუვენტუსი“ გეგმავს ილდიზთან მაღალი ხელფასით მინიმუმ ერთი წლით კონტრაქტის გაგრძელებას. ამასთან, 20 წლის ნახევარმცველთან დაკავშირებით სიტუაციას აკვირდება „რეალი“ და რამდენიმე ტოპ-კლუბი პრემიერლიგიდან.