ქედაში მკვლელობა მოხდა

00:05, 03.10.2020

ქედაში მკვლელობა მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

ბრალდებული შუახნის მამაკაცია და ის სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

​მოკლული და თავდამსხმელი მოგვარეები და ნათესავები არიან. დაპირისპირების მოტივი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი