ქეცბაია მოგების შემდეგაც უკმაყოფილოა - რომელ ფეხბურთზე მეკითხებით, სიბნელეში ვითამაშეთ
ქეცბაია მოგების შემდეგაც უკმაყოფილოა - რომელ ფეხბურთზე მეკითხებით, სიბნელეში ვითამაშეთ

კარმიოტისთან“ კვიპროსის თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩის მოგების (1:2) მიუხედავად, ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ სერიოზული პრეტენზიები გამოთქვა.

კვიპროსული მედიის ცნობით, მან მატჩის ნაცვლად კომენტარი სტადიონის მდგომარეობაზე გააკეთა. „ანორთოსისის“ მწვრთნელმა ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ სტადიონზე განათების სისტემა, ფაქტობრივად, ვერ ჩაირთო და აღნიშნა, რომ მთელი მეორე ტაიმი სიბნელეში ითამაშეს.

„არ ვიცი, რაზე უნდა ვისაუბრო. ქვეყანამ ფეხბურთში დიდ წარმატებას მიაღწია და ჩვენმა გუნდებმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს. ამ დროს, ჩვენ სიბნელეში ვთამაშობთ. ახლა ლაპარაკია, რომ უმაღლეს ლიგაში 14 გუნდი უნდა იყოს. საამისოდ, ამ 14 გუნდს შესაბამისი სტადიონებიც უნდა ჰქონდეთ. მაგრამ სტადიონები ჩვენ არ გვაქვს. ფაქტია, რომ მთელი მეორე ტაიმი სიბნელეში ვითამაშეთ. თქვეს, რომ დამცველები გადაიწვა. ყველაფერი დაიწვა და კვიპროსის ფეხბურთი გადაიწვა. რომელ ფეხბურთზე უნდა ვისაუბრო? ეს სერიოზული იქნება? ამის შემდეგ ჩვენ კიდევ ვამბობთ, რომ მთავარ ლიგაში 14 გუნდი გვჭირდება. თუ ფედერაცია მოინდომებს, 30-გუნდიან ჩემპიონატსაც გააკეთებს. თქვენ ამ პრობლემებს ვერ ხედავთ?“ – ქეცბაიამ ჟურნალისტებს კითხვა შეუტრიალა.