ქეცბაიასთვის არასასურველი კალენდარი - „ანორთოსისი“ და „აპოელი“ ლიგაზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ #1TVSPORT
ქეცბაიასთვის არასასურველი კალენდარი - „ანორთოსისი“ და „აპოელი“ ლიგაზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ #1TVSPORT

საერთაშორისო ცნობარებში არასრულმა ინფორმაციამ ბევრი შეცდომაში შეიყვანა, რომ კვიპროსზე ჩემპიონატი (სადაც ბევრი ქართველია და ჩვენს ინტერესს ამიტომ იწვევს) დასრულდა.

სინამდვილეში, კუნძულზე კვირას ბოლოსწინა ტური გაიმართა და მხოლოდ ჩემპიონი გაირკვა. უცნაურია, რომ კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო, მე-10 ტურის მატჩების განრიგი ცნობილი არ იყო და კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ განრიგი მხოლოდ მე-9 ტურის მატჩების შემდეგ გამოაქვეყნა.

საერთაშორისო პრაქტიკით, ბოლო ტურის მატჩები ერთ დროს ინიშნება, კვიპროსელებმა კი თამაშები ორ დღეზე გაანაწილეს, რამაც თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კონკურენტებთან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააგდო.

21 მაისი

ანორთოსისი – არისი

22 აპრილი

აპოლონი – აეკი

პაფოსი – აპოელი

ბევრ კითხვას კი პასუხს ბოლო ტური გასცემს, რადგან დღემდე ჩემპიონატში საკმაოდ გაურკვეველი ვითარებაა.

ბოლო ტურში ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩემპიონთა ლიგის მეორე საგზურისთვის ბრძოლაა. მხოლოდ ისაა ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ინჯგიას „აპოლონი“ ითამაშებს, ხოლო მეორე საგზურისთვის სამი გუნდი იბრძვის – „აპოელი“, „ანორთოსისი“ და აეკ-ი.

გარდა ამისა, კონფერენს ლიგის საგზურის მფლობელიც გაირკვევა. თუ „აპოელი“ და აეკ-ი ჩემპიონთა ლიგაზე საგზურს ვერ მოიპოვებენ, უეფა-ს მესამე გათამაშებაში გარანტირებულ ადგილს მიიღებენ. „ანორთოსისი“ კი ბოლო ტურში „არისს“ მიიღებს და ფრეც ჰყოფნის, რომ კონკურენტი ვერ დაეწიოს და ევროსაგზური გარანტირებულად მოიპოვოს.

დატოვე კომენტარი