ქეცბაიას „პარტიზანთან“ წაგებამ იმედი არ დაუკარგა - კონფერენს ლიგის ჯგუფში ხუთი თამაში დაგვრჩა და მიზანს მაინც მივაღწევთ #1TVSPORT
ქეცბაიას „პარტიზანთან“ წაგებამ იმედი არ დაუკარგა - კონფერენს ლიგის ჯგუფში ხუთი თამაში დაგვრჩა და მიზანს მაინც მივაღწევთ #1TVSPORT

კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასული თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ პირველივე შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ბელგრადის „პარტიზანთან“ 0:2 დამარცხდა. თუმცა, ფამაგუსტელთა მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ „ანორთოსისმა“ ჯგუფურ ეტაპზე გასვლით მთავარ მიზანს მიაღწია.

ქეცბაიამ სერბების უპირატესობა აღიარა და მოუწოდა გუნდის წევრებს, თავი ასწიონ და მომავალს იმედიანად გახედონ.

„ჩვენ მივაღწიეთ მიზანს და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავედით. ჩვენ პირველ მატჩში ძალიან კარგ გუნდს დავუპირისპირდით და სამწუხაროდ, დავმარცხდით. მთელი თამაშის განმავლობაში „პარტიზანმა“ გვაჯობა და პატიოსნად გაიმარჯვა. მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და ახლა ყურადღება კვიპროსის ლიგის თამაშზე უნდა გავამახვილოთ“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

„ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი იმედიანადაა განწყობილი და ამბობს, რომ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ მატჩებში გუნდისგან ​უკეთესი ფეხბურთის ჩვენებას იმედოვნებს.

კონფრენს ლიგის ჯგუფში ჩვენ კიდევ ხუთი მატჩი გვაქვს გასამართი და იმედგაცრუებულები არ უნდა ვიყოთ. ჩვენ თავი მაღლა უნდა ავწიოთ და ვიყუროთ მომავლისკენ, ჩვენ მივაღწიეთ მიზანს, რომელიც დავისახეთ”, – ამბობს ქეცბაია.