ქეცბაიას გუნდში დაპირისპირებაა - ფანებმა „ანორთოსისის“ მეპატრონეს შეუტიეს #1TVSPORT
ქეცბაიას გუნდში დაპირისპირებაა - ფანებმა „ანორთოსისის“ მეპატრონეს შეუტიეს #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“ დიდი დაპირისპირება დაიწყო – გულშემატკივრებმა კლუბის ძირითად აქციონერ ხრისტოს პულაიდისს შეუტიეს, რომელიც აპირებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტს, ევგენიოს ჰამბულასს დაუპირისპირდეს.

ფამაგუსტელთა ფანებმა გაავრცელეს განცხადება და პულაიდისს მოუწოდეს, კლუბის პრეზიდენტად კენჭი არ იყაროს. მთავარი, რაც ამ წერილიდან ირკვევა, ისაა, რომ გულშემატკივრებს წარუმატებელ სეზონზე პრეტენზია აქვთ არა ქართველ მწვრთნელთან, არამედ პულაიდისთან, რომელიც მათი მტკიცებით, გუნდისთვის სასურველ ტრანსფერებს ვერ ახორციელებს.

„გადავწყვიტეთ არ ავყვეთ პანიკას მორიგი წარუმატებელი წლის შემდეგ. მაგრამ ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია მივაწოდოთ ინფორმაცია გულშემატკივრებს „ანორთოსისში“ არსებული დინებების შესახებ, რაც ადმინისტრაციულ დონეზე ხდება.

ჩვენ თავიდან ავიცილებდით საჯარო განხილვას, ბატონი პულაიდისი თუ დიალოგს დათანხმდებოდა. ის არ გამოეხმაურა ჩვენს მოწოდებას შეხვედრის შესახებ, რადგან გავიგეთ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მენეჯმენტის მეთოდთან და მის ურთიერთობასთან კომპანიის პრეზიდენტ ევჰენიოს ჰამბულასთან, რომელიც მან დანიშნა.

ვრცელდება ჭორები ჰამბულასთან მის ჩხუბზე, ბრალდება ფეხბურთელების, მწვრთნელების, ტექნიკური დირექტორების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა, ტრანსფერებსა და ინვესტორებთან წარუმატებელი მოლაპარაკებები. პულაიდისმა თქვა, რომ მისი ურთიერთობა ჰამბულასთან არის შესანიშნავი და ჭორების საფუძველი არ არსებობს.

ჩვენ მოვუწოდებთ ბატონ პულაიდს, რომ არ იყაროს კენჭი კლუბის პრეზიდენტობაზე. მიგვაჩნია, რომ „ანორთოსისის“ მართვაში ქმედითუუნარო ხართ, რადგან თქვენს მიერ 2020 წელს დაპირებული შედეგები – ხუთი ეროვნული ტიტულის მოგება და ყოველწლიურად ევროსაგზურის მოპოვება, არ შესრულდა“, – წერია „ანორთოსისის“ განცხადებაში.