ქეცბაიას გუნდმა მოიგო და ოთხეულში დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა გასვლაზე ჩაატარა, მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში საგრძნობლად დაწინაურდა.

ფამაგუისტელები მე–14 ტურში ახნაშიეთნიკოსს“ ესტუმრნენ. ქეცბაიამ ძირითად შემადგენლობაში დააყენა გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა – ქართველმა მეკარემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კაჭარავამ 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალეს.

ანორთოსისიმა“ მეტოქის კარი მეორე ტაიმში აიღო და ორივეჯერ თავი ეგვიპტის ნაკრების ნახევარმცველმა, არმ ვარდმა გამოიჩინა – მან ანგარიში 58-ე წუთზე გახსნა, ხოლო 71-ეზე საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 0:2 „ანორთოსისის“ სასარგებლოდ.

ამ გამარჯვებით თემურ ქეცბაიას გუნდი მნიშვნელოვნად დაწუნაურდა, მე-8 ადგილიდან მე-4 პოზიციაზე გადავიდა და 19 ქულით პირველ ექვსეულში მოხვდა – საჩემპიონო ბრძოლას კი 12 გუნდიდან სწორედ საუკეთესო 6 გააგრძელებს.